თაღლითობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: გიორგი ბოჭორიშვილი და მისი თანამზრახველები - ლევან გორგასლიძე და ნესტორ სივსივა.
ამავდროულად, აღნიშნულ მეწარმეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში თავად ჰქონდა წარდგენილი განცხადება საგადასახადო შეთანხმების შესახებ, რომელიც სრულიად კანონიერი გზით, მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დაკმაყოფილდა და გაფორმდა შეთანხმება 600 000 ლარის გადახდის შესახებ.
გ. ბოჭორიშვილმა გადაწყვიტა საგადასახადო შეთანხმების ფაქტი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და შუამავლების მეშვეობით მეწარმისაგან ისევ მოითხოვა 350 000 ლარის გადახდა. იგი ამტკიცებდა, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმდებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როცა გ. ბოჭორიშვილმა მეწარმისაგან მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 300 000 ლარი აიღო. მას და ნესტორ სივსივას დაკავებისას აღმოაჩნდათ ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცხრამეტი-ასმეოთხმოცე და ორას ოცდამეთექვსმეტე მუხლებით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრა წლამდე ვადით.