უცხოეთი
კიევში არ ელოდნენ: პენტაგონმა უკრაინის საზღვართან რუსეთის აქტივობა უარყო

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. აშშ–ში უკრაინის ხელისუფლებისთვის მოულოდნელი ვერდიქტი გამოიტანეს დონბასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. უწინ ამერიკული მხარე მხარს უჭერდა კიევის განცხადებას დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან რუსეთის კავშირის შესახებ, თუმცა ახლა აშშ–ში გადაწყვიტეს, კარდინალურად შეცვალონ თავისი პოზიცია.

  პენტაგონმა ფაქტობრივად უარყო რუსეთის კავშირი სამხრეთ–აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციასთან. აშშ–ის სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული ძალების არავითარი ფართომასშტაბიანი მოძრაობა არ შეინიშნება. მან უკრაინის ხელმძღვანელობა გააფრთხილა, რომ შესაძლებელია კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადაწყდეს.