აქტუალური
ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით - ირაკლი კობახიძე

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელია.

  „ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ჩვენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით. როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემაში პრობლემებზე, როდესაც ოპონენტები საუბრობენ ამაზე, მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებენ ისეთ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მათ აქვთ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი. ეს არის .. პოლიტიკური პატიმრების საქმე და ჩვენ ვნახეთ უგულავას მაგალითზე, რომ მან თავად აღიარა თავისი დანაშაული და აღიარა, რომ არ იყო პოლიტიკური პატიმარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  პარლამენტის თავმჯდომარემ “რუსთავი 2”-სა და მის დე ფაქტო მმართველზეც გააკეთა კომენტარი.

  "მეორე არის “რუსთავი 2”-ის საქმე, რომელთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს თავისი ინტერესი, გამომდინარე იქიდან, რომ დე ფაქტო მესაკუთრე ტელევიზიის არის, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.