აქტუალური
პარლამენტმა ვეტო დაძლია - ოპოზიცია უმრავლესობას აკრიტიკებს

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღა განხორციელდება. სახელმწიფოს მეთაურის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააცნო და აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. თუმცა, ეს შენიშვნები უმრავლესობამ არ გაიზიარა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

  სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს ცვლილება 3-წლიან გამოსაცდელ ვადაზე უმრავლესობის ინიციატივით დაემატა. მის მიხედვით, პირი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, სააპელაციო სასამართლოში გამოსაცდელი ვადის გარეშე შეიძლება დაინიშნოს.

  ფრაქცია “ევროპული საქართველო” მიიჩნევს, რომ კანონში ცვლილება მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძისთვის შედის. ოპოზიცია ჩინჩალაძეს “რუსთავი 2”-ისა და არაერთ გახმაურებულ საქმეზე ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.