სამართალი
„ივანიშვილის საუბრების ფარული აუდიოჩანაწერები“ - გენერალური პროკურორის ექს–მოადგილე ნაცვლიშვილი ბრალდებებს პასუხობს

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს, რომელთა თანახმად იგი ბიძინა ივანიშვილის ფარული ჩანაწერის გაყიდვას რამდენიმე მილიონად ცდილობდა.

  განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მან გადაცემა “არჩევანის” ეთერში გასვლის შემდეგ გამოაქვეყნა:

  "როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი.

  ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately...

  მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდინის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.

  P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია..."