საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა, მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმა" – ირმა ინაშვილი

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, წინა მოწვევის პარლამენტში განხილული კანონპროექტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე დააყენოს - განაცხადა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

  „ქართულმა ოცნებამ“ მოგვატყუა, მაჟორიტარული სისტემა არ გააუქმა და დღეს ვეუბნებით, რომ ტყუილი უკან წაიღოს და საკითხს კენჭი უყაროს. მათი მხრიდან დაბნევის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ეს საკითხი საკონსტიტუციო ფორმატში იხილებოდეს, მაშინ, როცა კანონპროექტმა ყველა პროცედურული გზა გაიარა და კენჭისყრამდე არ მისულა. ამისთვის კომისიას ნუ შევაწუხებთ, მაინც ბევრი საქმე აქვს“, - განაცხადა ინაშვილმა.