სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა და მას 3 ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ერთმანეთს „ჯიპი“ და 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა უმძიმესია. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ავარიის მიზეზებს საპატრულო პოლიცია იძიებს.