აქტუალური
"რუსთავი 2”-ის საქმე - ენმ 10 თებერვალს უზენაეს სასამართლოსთან აქციას გამართავს

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 10-15 თებერვალს “რუსთავი 2”-ის საქმეზე უზენაესი სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, - ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

  მელიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” 10 თებერვალს 13:30 საათზე რუსთაველის მეტროსთან იკრიბება, ხოლო იქიდან მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ გადაინაცვლებენ, სადაც აქცია გაიმართება.

  ნიკა მელიამ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ აქციას შეუერთდნენ.

  „თავისუფალი მედია, “რუსთავი 2” არ არის მარტო “ნაციონალური მოძრაობის” პრობლემა, ის არის ყველა უკეთესი ხვალინდელი დღის მსურველი ადამიანის წუხილი“, - განაცხადა მან.