პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი უხეშ ზეწოლას ახდენს მოსამართლეებზე! მარგველაშვილი გადადგეს!

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა თავს უფლება მისცა, ჩარეულიყო სააკაშვილის დე–ფაქტო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე მიმდინარე კერძო სასამართლო დავაში, რომელის დაბრუნებასაც მისი უწინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში ითხოვს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილის ზეწოლით გაყიდა.

  როგორც გიორგი მარგველაშვილმა “იბერიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, “რუსთავი 2”- ის საქმე განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი.

  ამით საქართველოს პრეზიდენტი უხეშ ზეწოლას ახდენს სასამართლო კოლეგიაზე, აიძულებს რა, რომ გადაწყვეტილება სააკაშვილის სასარგებლოდ მიიღოს, რაც საკმარის მიზეზს წარმოადგენს მისი გადაყენებისთვის!

  „ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროცესია და არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებული ემოციებით. “რუსთავი 2”-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, არა მხოლოდ შიგნით არსებული პროცესიდან გამომდინარე, არამედ მე ვსაუბრობ რაც ათეულობით შეხვედრის დროს მესმის. ფაქტიურად არ ყოფილა შეხვედრა, სადაც არ უთქვამთ, რომ ჩვენი დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იქნება, როგორ გადაწყდება “რუსთავი 2”-ის გარშემო პროცესები“,- განაცხადა კუბოს კარამდე სააკაშვილის მადლიერმა მარგველაშვილმა, მისგან „მემკვიდრეობით მიღებული საპრეზიდენტო სასახლისთვის ძველი თბილისის ცენტრში მდებარე სომხებით დასახლებულ რაიონ ავლაბარში