უცხოეთი
მედიამ გაარკვია, რომ აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალების გამანადგურებლების უმრავლესობას ფრენა არ შეუძლია

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. აშშ–ის სამხედრო საზღვაო ძალების საგემბანე გამანადგურებლების – Hornet და Super Hornet–ის თითქმის ორ მესამედს ფრენა არ შეუძლია. ამის შესახებ გაზეთი Defense News იუწყება.

  გამოცემის ცნობით, ამჟამად გამანადგურებლების 27% ტექნიკურ მომსახურებას გადის, კიდევ 35 % კი აუცილებელ სათადარიგო ნაწილებს ელოდება. ამგვარი ვითარების უმთავრესი მიზეზი ტექნიკის სარემონტოდ არასაკმარისი ფულადი თანხებია.

  აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების მონაცემებით, ფრენა არ შეუძლია ყველა საზღვაო ფლოტის საჰაერო ხომალდის 53%–ს (1.7 ათასი ერთეული).