უცხოეთი
სამხრეთ ოსეთი ალანიის სახელმწიფოდ გადაიქცევა?

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 2017 წლის 9 აპრილს, რესპუბლიკის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რეფერენდუმი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

  სააგენტოს ცნობით, ცხინვალის ხელისუფლების კოტროლირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა რეფერენდუმში გასცემენ კითხვაზე პასუხის: ,,დაერქვას თუ არა სამხრეთ ოსეთს ალანია".

 ცნობილია, რომ 2017 წლის 9 აპრილს, ადგილობრივი საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება.