სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა .. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო .. და .. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

  გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ-მ ნინოწმინდაში, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან შპს „ატეფ ჯორჯიას“ კუთვნილი 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი ი.მ-სა და ვ.გ-ს მიჰყიდა.

  დადგინდა, რომ შპს „ატეფ ჯორჯიასთვის” მიყენებულმა ზარალმა 1558 აშშ დოლარი და 2050 ლარი შეადგინა.