საზოგადოება
სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეისწავლიან

dima2011 წლიდან სკოლის მოსწავლეები, IV-VIII კლასებში სამოქალაქო თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეისწავლიან. საგანი სავალდებულო იქნება, შემოდის, ასევე, მსოფლიო კულტურა და ცეკვა. 
სიახლეების შესახებ ინფორმაცია განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სფეროს წარმომადგენლებს თავად მიაწოდა.  2011 წლიდან თანაბარ პირობებში იქნებიან რაიონული და ქალაქის სკოლები, გაიზრდება სასწავლო დაწესებულებების დაფინანსება, ანუ ყველა სკოლას თანაბარი პირობები ექნება და თითოეულის ბიუჯეტი ინდივიდუალურად საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.