აქტუალური
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა . ., .. და .. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

  ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისათვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვეს 95 500 აშშ დოლარი.