აქტუალური
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ მივიდა

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასა და საპრეზიდენტო ვეტოსთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

  „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის დროულად ძალაში შესვლა იყო აუცილებელი. რაც შეეხება ვეტოს, გაითვალისწინებს თუ არა პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს, რომლითაც დაგვიბრუნდა კანონპროექტი, ამას უკვე სამუშაო პროცესში ვნახავთ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

  პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის გია ჟორჟოლიანის თქმით, ისინი ვეტოს განიხილავენ პარლამენტის ფორმატში, ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს.