რელიგია
„იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რომელსაც ინჟინერი ნოდარ ყანდინაშვილი ხელმძღვანელობს. მისი აშენება, ძირითადად, შემოწირულობებით არის დაგეგმილი. ამჟამად გუმბათისა და თაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს,“ - განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.
მისივე თქმით, „ამ ადგილას კომუნისტების პერიოდში ეკლესია იყო, რომელიც დაანგრიეს, თუმცა საძირკველი შემორჩა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი მონდომებით, ეკლესიის მაკეტის აღდგენა საპატრიარქოს დახმარებით მოხდა და ზუსტად ისეთივე ეკლესია შენდება, როგორიც მანამდე არსებობდა“.