აქტუალური
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით - გია ვოლსკი

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

  „მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამეგობროში მნიშვნელოვანი ნაბიჯით შევედით. კიდევ უფრო მეტად, ვიდრე მას მერე, რაც ასოცირებულ წევრობაზე მოვაწერეთ ხელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სავაჭრო ხელშეკრულება და ეს კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

  შეგახსენებთ, რომ 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.

  საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპარლამენტში ჰოლანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელეს.