პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაცია გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ საფრთხეებს - ევროპარლამენტარი ვიქი მაიერი

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპარლამენტში დებატებისას სიტყვის გამოსვლისას ევროპარლამენტარმა ვიქი მაიერმა განაცხადა.

  "თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს საქართველოდან,  საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე და მეორე მხარე რომელიც შედეგად მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ ამ შემთხვევაში უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა,“-განაცხადა ვიქი მაიერმა.

  ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმაც ისაუბრა.

  გუშინ, 2 თებერვალს, ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკითხის განხილვა მიმდინარეობდა.