აქტუალური
ცერცვაძემ გაახმოვანა სააკაშვილის ბოდვითი ვერსია რუსეთის მხრიდან ქართველი ჯარისკაცების შესაძლო გატაცების შესახებ

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. „შეიძლება, ასეც მოხდეს, რომ გაიტაცონ, მე არ გამოვრიცხავ მაგას“, - სასამართლოს სხდომამდე კიევში დაკავებული საქართველოს შსს–ს ყოფილმა სპეცნაზელმა გია ცერცვაძე, რომელიც სოჭში ჩადენილი მკველობისათვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება,  რუსეთის მიერ საქართველოდან ჯარისკაცების გატაცების შესახებ სააკაშვილის მიერ შეთხზული ბოდვითი გეგმა გაახმოვანა. მისი თქმით, რუსეთმა უკვე დაიწყო ნადირობა ადამიანებზე, რომლებიც  რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ მან სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „არჩევანში“ უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა.

  გიორგი ცერცვაძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. გადაწყვეტილება უკრაინამ თებერვალში უნდა მიიღოს. ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო მისი რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას გეგმავდა, რის გამოც საქართველოში მისი და მისი ოჯახის დარჩენა უსაფრთხო არ არის.

  „მე გადამცეს სხვა ქვეყანას, არ გამაფრთხილეს აეროპორტში,, რომ ინტერპოლმა ჩემზე ძებნა გამოაცხადა, რაც შსს-და ქართველ მესაზღვრეებს უნდა გაეკეთებინათ, გამომიშვეს ქვეყნიდან იმ მიზნით, რომ სხვა ქვეყანა – უკრაინა, სადაც მე მივფრინავდი, გადამცემდა რუსეთის ფედერაციას“, - აცხადებს ცერცვაძე.

  გიორგი ცერცვაძის თქმით, საქართველოში რუსეთზე მომუშავე ჯგუფი არსებობს.

  „მე ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში არსებობს ძალიან განვითარებული ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობს, რომლებიც არიან მაღალი დონის პროფესიონალები და აკეთებენ ყველაფერს იმას, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო ზიანი“, - რითის სიტყვასიტყვით იმეორებს სააკაშვილის პროპაგანდისტულ თეზისებს საქართველოში „მეხუთე კოლონის“ არსებობის შესახებ.

  საქინფორმი აღნიშნავს, რომ დონბასში კიევის არმიის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო იერიშისას, „ქართული ლეგიონის“ დაქირავებული მებრძოლების ჯგუფმა, დროშების ფრიალით გუშინ საპროტესტო აქცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ზემოაღნიშნული მიზეზით, რაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას მკაცრად იქნებოდა აღკვეთილი. რაც გასაგებიცაა – ქართველ დაქირავებულ მებრძოლებს, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა აღარ შეუძლიათ, საზღაურის გადახდის დრო დაუდგათ, სააკაშვილის ფული გათავდა და მართლმსაჯულებასაც ვერსად გაექცევიან...