საზოგადოება
არა “გაზპრომს”! - ენმ–ს მცირერიცხოვანი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი."არა გაზპრომს!"- ამ მოწოდებით გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია გამართა. ენმ-ს წევრები “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვდნენ.

  „სრულიად საიდუმლო ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც არანაირ სიკეთეს არ იცავს. მაგალითად, ის, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ფასს გვიხდის რუსეთი ერთი კუბური მეტრის გატარებაში, არ ვიცოდეთ, რომელი ქვეყნის კანონმდებლობით წყდება დავები წარმოშობის შემთხვევაში, არ ვიცოდეთ, კონკრეტულად როდის მოეწერა ხელშეკრულებას ხელი და ისეთი დეტალები, რომელიც არანაირად უსაფრთხოებასთან არ არის კავშირში, ეს ერთადერთი შეიძლება კავშირში იყოს კორუფციულ გარიგებასთან და ღალატთან“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.