პოლიტიკა
ქართული დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრამდე, რომელიც დღეს გაიმართება, საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

  ქართულ დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

  გუშინ გაიმართა შეხვედრა ევროპარლამენტის, საგარეო საქმეთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

  ქართველი დეპუტატები ვიზიტის ფარგლებში, ასევე, პირისპირ გაესაუბრებიან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მომხსენებელს მარია გაბრიელს, ევროკომისრებს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს.