აქტუალური
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 2017 წლის იანვარში დაგეგმილზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ალტერნატიული ენერგიის წყაროთი ქვეყანამ 6.54 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია მიიღო, რაც საპროგნოზო მაჩვენებელს 140 000 კილოვატ საათით აღემატება.

  ამასთანავე, სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას 1 კილოვატ საათზე 6.89 აშშ ცენტად შეისყიდის.

  შეგახსენებთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებიდან იმყოფებოდა და სისტემისთვის მიწოდებული ენერგია 1 თებერვლის მდგომარეობით ჯამურად 15 567 000 კილოვატ საათს შეადგენს.