სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის და ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლები დააკავეს.

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა დიდი ოდენობით თანხა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფარველობისთვის მიიღეს.

  მათ სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.