აქტუალური
საწვავის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მართვის მოწმობები ჩამოართვეს! – არასამთავრობო ორგანიზაციები

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. არასამთავრობოთა ნაწილი იმ მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას, რომლებმაც საავტომობილო მსვლელობით საწვავის გაძვირება გააპროტესტეს, სამოქალაქო აქტივობაზე ზეწოლად აფასებს.

  მსვლელობა 10 დეკემბერს გაიმართა, 40 დღის შემდეგ კი საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეები დაიბარა და ახსნა-განმარტებები დააწერინა, მსვლელობის 3 მონაწილეს კი ავტომობილის მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვა.

  აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, პოლიციაში კიდევ 300-მდე მძღოლის დაკითხვაა დაგეგმილი.