აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ქართველები აფრიკაში „ყველაზე ეროვნულ საქმეს“ აკეთებენ

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც გუშინ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ.  გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრილიაში გაიმართა. 

  „II ქვეითი ბრიგადის 23-ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან მისიას იწყებს. ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

  II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.