უცხოეთი
თეთრი სახლი: ტრამპს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაუუქმოს თუ არა რუსეთს სანქციები

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. თეთრი სახლის განცხადებით, სანქციების საკითხი შაბათს, ორ პრეზიდენტს შორის თითქმის ერთსაათიანი საუბრისას არ განხილულა.

  უცხოური მედია წერს, რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების „დათბობა" სურს და შესაძლოა ამ საკითხზე საუბარს თავი განზრახ აარიდა.

  პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი შონ სპაისერი, „ABC"-ზე ინტერვიუსას აცხადებს, რომ სანქციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

  „სანქციების მოხსნა მანამ, სანამ მათი დაწესების მიზეზი მოუგვარებელია, ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის დიდი შეცდომა იქნება",- ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმენმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

  ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს ეკონომიკური სანქციები, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა.