სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.

  მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მიღწეული შედეგები.

  ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობას. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები.