აქტუალური
ნატოს სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობის ინიციატივას საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ნატოს სამიტის ფარგლებში, იქ, სადაც დაშვებული იქნებიან ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნები, საქართველო იქნება წარმოდგენილი, მათ შორის პრეზიდენტიც. ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის ინიციატივას, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.

  "სამიტის ფარგლებში თუ იქნება რაიმე ფორმატი, სადაც დაშვებული იქნებიან ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნები, ჩვენ იქ წარმოდგენილი ვიქნებით. ყველა შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ექნება იმისათვის, რომ საკითხები იქნას დღის წესრიგში თუ მონაწილეობა იქნეს მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყების თუ სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, ეს ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული. მათ შორის, პრეზიდენტის მონაწილეობის სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ