სამართალი
შერეული სისტემა და დეპუტატების რეგიონულ-პროპორციული წესით არჩევა - არასამთავრობოთა ინიციატივა

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. შერეულ სისტემას და დეპუტატების რეგიონულ-პროპორციული წესით არჩევას უჭერენ მხარს არასამთავრობო ორგანიზაციები. კონსტიტუციონალისტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ 150-ვე კანონმდებელი პროპორციული სისტემით უნდა აირჩიონ.

  არასამთავრობოთა ნაწილი მხარს უჭერს როგორც რეგიონულ-პროპორციული, ასევე ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევის წესს.

  „მხარს ვუჭერთ იმ მოდელს, რომელიც ასევე მხარდაჭერილია არა მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ პოლიტიკური პარტიების პრაქტიკულად სრული უმრავლესობის მხრიდან და ეს ითვალისწინებს როგორც ერთიანი პროპორციული, ასევე რეგიონულ-პროპორციული სისტემით პარლამენტის არჩევას. ანუ 75 დეპუტატის რეგიონულ-პროპორციული, ხოლო 75 დეპუტატის ერთიანი პროპორციული სისტემით არჩევას“, - განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.