აქტუალური
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მასკარადი, რომელიც ენმ-ს დანაყოფებმა მოაწყვეს - გიორგი კახიანი

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. რომ არა პროკურატურის, საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ძალისხმევა, რთული იქნებოდა მხოლოდ საზოგადოების, ოპოზიციის ძალისხმევით მისი გათავისუფლება, - ეს განცხადება გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა გააკეთა.

  „უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დადგმული სპექტაკლები, რომ თითქოს მხოლოდ ისინი შრომობდნენ და აკეთებდნენ საქმეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი მოქალაქე უცხო ქვეყანაში დაცული ყოფილიყო, ამას რეალურად მეორე მხარექონდა. არ იყო მხოლოდ ის, რაც საინფორმაციო საშუალებებით ხდებოდა ცნობილი“, - განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

  "ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მასკარადი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფებმა მოაწყვეს, ვიხილეთ ინფანტილიზმამდე დასული ვარაუდები შეთქმულებებთან დაკავშირებით. ამასობაში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ცერცვაძის უფლებები დაცული ყოფილიყო, შედეგი სახეზეა“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.