სამართალი
გვიან ღამით ცერცვაძე მომდევნო სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება სააპელაციო სასამართლოში გია ცერცვაძის პროცესს არ ესწრებოდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ქართველი ოფიცრის მეუღლესა და ადვოკატს შეხვდა.

  „ცუდია ის, რაც მოხდა, მაგრამ ეს უკრაინის შიდა განაწესის გამო მოხდა. პრეტენზიას უყენებენ იმ მოსამართლეს, ვინც მიიღო მისი დროებით დაკავების შესახებ გადაწყვეტილება. არ წარმოადგინა შესაბამისი მასალები დღევანდელი სასამართლოსთვის და გადაიდო ტექნიკურად, 3 თებერვალს სასამართლო 11 საათზეა დანიშნული. უნდა გავაგრძელოთ ჩვენ მუშაობა, ხვალ ვხვდებით ომბუდსმენს, ქალბატონი ტატიანაც მოგვყვება“, - განაცხადა მიხეილ უკლებამ.

  გია ცერცვაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საელჩოს უკრაინაში თავიდანვე ჰქონდა. დაკავებიდან საათ-ნახევარში კონსული სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.

  გუშინ, გვიან ღამით, კიევში ჩასვლისას დაკავებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც დონბასში ე. წ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა და რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, მკვლელობის ბრალდებით, ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა, მომდევნო სასამართლო პროცესამდე საპატიმროდან გამოუშვეს უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს პირადი განკარგულებით