აქტუალური
გასაკვირად უადგილო ვეტოთი ყველასგან მიტოვებულ „კარალევა მარგოს“ ყურადღების მიქცევა სურს...

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის უკანასკნელ ვეტოზე მოსამართლეების არჩევის კანონპოექტთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო. უმრავლესობის ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

 „ძალიან კომპეტენტურმა ადამიანებმა, კონსულტანტებმა იმუშავეს კანონის იმ სახეზე, რაც დღეს გაგვაჩნია. აქ საქმის არსიდან და ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც სახელმწიფოს აქვს და არა ის, რომ მაინცდამაინც ვეტო თუ არის, უნდა დაძლიო“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ.

 “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ლიდერი ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვეტოს გამოყენებით პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ცდილობს.

  „ცოტა არ იყოს, გასაკვირია და უადგილოც ვეტო, რომელიც მის მიერ იქნა გამოყენებული, თუმცა ჩვენ ამ საკითხს შევხვდით ოლიმპიური სიმშვიდით. როგორც ჩანს, ეს არის მაინც მცდელობა ვეტოს გზით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ნაცადი გზით პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღებისა“, - აცხადებს ზაზა გაბუნია. 

  რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით, საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე გაირკვევა.

  საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ტყუილუბრალოდ არ შეარქვეს მეტსახელად „კარალევა მარგო“ – მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით მას ინგლისის დედოფალზე მეტი ფუნქციები და უფლებები როდი აქვს. ამიტომ გარშემომყოფთა ყურადღების მისაქცევად მარგველაშვილი გამუდმებით მიმართავს პატარა ვერაგობებს – ხან უარს ამბობს მისთვის საგანგებოდ დასრულებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადასვლაზე ათონელის ქუჩაზე და სააკაშვილის ავლაბრის სასახლეში ბინავდება, რომლის გადაცემასაც უწინ ბავშვებისთვის აპირებდა, ხანაც ვეტოს ადებს პარლამენტის პრაქტიკულად ყველა ვეტოს 2013 წლიდან მოყოლებული...