სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა .. და წარსულში ნასამართლევი .. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 ზ.ბ. შპს “კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს - .-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

 მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ-მ და ზ.ბ-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს, SKYPE-ს მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს . -, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების“ თანახმად,

 დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.