პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის ინიციატივაზე მსჯელობს

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. გუშინ პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობდა. ინიციატივებს ადამიანის უფლებების, სასამართლო ხელისუფლების და საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი განიხილავდა.

  ”ინიციატივა, რომელიც გააჟღერეს სხდომაზე და რომელიც აიტაცა უმრავლესობის წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ, რომელიც თვლის, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიდოს უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა, ეს არის ძალიან საშიში გზავნილი ჩვენი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან ამგვარი შეზღუდვების და აკრძალვების დაწესება პირდაპირ დაარტყამს ჩვენს ლარის კურსს“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის “ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის” წევრმა ოთარ კახიძემ.

  „უკონტროლოდ, აბსოლუტურად ყოველგვარი რეგულაციების გარეშე პირდაპირ დავუშვათ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელებზე, ვფიქრობ, საფრთხის შემცველია“, - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ.