აქტუალური
უმრავლესობის აზრით, ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში არ უნდა იყოს

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთება აუცილებელი არ არის.

  „ის ღირებულებები, რომლებიც ასახული კონსტიტუციაში, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, შრომის უფლება, ეკონომიკური თავისუფლება, საქმიანობის განხორციელების უფლება, ესენი სხვა არაფერია, თუ არა ევროპული ღირებულებები. ამდენად, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ამბავი დაფიქსირებულ იქნეს გარდამავალ დებულებებში, ხოლო კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მე პირადად მხარს არ ვუჭერ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.

  უმცირესობის წარმომადგენლების აზრით კი, კონსტიტუციაში ქვეყნის კურსი აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს.