სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გახსნეს.

  „კინოლოგიის ცენტრის გახსნა სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება, - განაცხადა ღონისძიებაზე გიორგი მღებრიშვილმა.

  პროექტი აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

  აღნიშნული პროექტის მიზანია კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების მომზადება, რომლებიც, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვას მოემსახურებიან.