პოლიტიკა
ოთხოზორია, სამხედრო წვრთნები, საზღვარი: გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 42-ე შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააყენეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი და საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

 შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების ფაქტებს, რადგან აღნიშნული საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

 მხარეებმა ასევე განიხილეს ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნისა და ორი ე.წ. გამშვები პუნქტის სამომავლოდ დახურვის საკითხები.

 ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 22 თებერვალს გაიმართება.