პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად  არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

  „საქართველო იყო და რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად. ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას: თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; დემოკრატიული განვითარება და ხალხთაშორისი ურთიერთობა. ამ ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერი, ჩვენი უმთავრესი პარტნიორი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.