აქტუალური
მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ინვესტორი 18 თვის განმავლობაში 8 სხვადასხვა ადგილს შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ.

  "ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. ცოტა ხნის წინ ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.