აქტუალური
საქართველოში კიდევ 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. გადაწყვეტილება ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან  20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.

 "დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.