აქტუალური
მანანა კობახიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნა - ექსპერტები პოლიტიკური გავლენების საფრთხეზე საუბრობენ

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტის კვოტით მანანა კობახიძის შესაძლო დამტკიცებას კონსტიტუციონალისტები ეხმაურებიან.

  "გასულ წლებში საკონსტიტუციო სასამართლო, სამწუხაროდ, ვერ იქნა დაცული პოლიტიკური თავდასხმებისგან, ვერ განერიდა პოლიტიკურ პროცესს და შესაბამისად, დღეს შეიძლება ვიხილოთ სწორედ ამ პროცესის გაგრძელება. მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ბუნებრივია, გადახრილი იქნება მმართველი პოლიტიკური პარტიისკენ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

  „საკონსტიტუციო კომისიის მოსამართლედ მოქმედი პოლიტიკოსის არჩევა, რა თქმა უნდა, ხელს არ შუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს სახელისუფლებო გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ მოქმედ პოლიტიკოსს აქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება პოლიტიკური პარტიის მიმართ, უმრავლესობის მიმართ“, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა კოტე ჩოკორაიამ.