აქტუალური
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" შექმნის საკითხს განიხილავს

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხზე უკვე ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

  6–კაციან ფრაქციას რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში იქნებიან სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი.

  „ეს არ იქნება, გასაგები მიზეზების გამო, მრავალრიცხოვანი ფრაქცია, მაგრამ იქნება უაღრესად კომპეტენტური გუნდი, რომელიც ამავდროულად იქნება მთავარი და ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტში და იქნება ის ფრაქცია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ამხელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში, ქვეყნის ღალატში, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ვერ ან არ დაცვაში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.