აქტუალური
განახლება რესპუბლიკურ პარტიაში

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას ახალი პოლიტიკური მდივანი ჰყავს. პარტიის ეროვნულმა  კომიტეტმა პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია აირჩია. დღემდე ამ თანამდებობას დავით ბერძენიშვილი იკავებდა. აღმასრულებელ სამდივნოში ცვლილებებს ეროვნული კომიტეტის წევრებმა  21 იანვარს უყარეს კენჭი.

  რესპუბლიკური პარტიის წესდების მიხედვით, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ პარტიაში მეორე თანამდებობის პირია.