უცხოეთი
„ჩვენ გვწამს ტრამპის“ – ურალელმა იარაღის ოსტატებმა აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი ვერცხლის მონეტა–მედალი გამოუშვეს

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. იარარის ოსტატებმა ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ ზლატოუსტიდან გამოუშვეს აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1 კგ–იანი საცდელი მონეტა–მედალი, – იუწყება ტასი. ლიმიტირებული სერია დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ეძღვნება და 25 ვერცხლის  მედალი–მონეტისგან, 15 ვრცხლისა და ოქროს კომბინირებული და 5 ოქროს მონეტისგან შედგება, თითოეულ ეგზემპლარს მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი.

  ავერსზე აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპია გამოსახული. ნაკეთობის პერიმეტრზე გამოსახულია წარწერები: Donald John Trump და 45 the President of United States of America და ქვეყნის დროშა. რევერსზე კი თავისუფლების ქანდაკება აშშ–ის დროშის ფონზე. პერიმეტრზე: „In Trump We trust“ – ჩვენ გვწამს ტრამპის“ (ამერიკულ ფულად ბანკნოტებზე გამოსახული წარწერის ანალოგიურად „In God We Trust“ „ჩვენ გვწამს ღმერთის“) და „United States of America“.