სამართალი
შსს-მ აჭარაში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით .. - ფოთში, ხოლო .. ბათუმში დააკავეს.

  მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.

  სამართალდამცველებმა გ.ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო ს.ყ-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასევე 37 300 ლარი.