სამართალი
ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდში "ნაციონალურმა მოძრაობამ” - რომან გოცირიძე

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პარასკევს,  20 იანვარს სპორტის სასახლეში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ყრილობა გაიმართა. დელეგატებს რომან გოცირიძემ მიმართა.

  „ეს არის ახალი საქართველო, რომელიც შექმნა ამ დარბაზში მსხდომმა თითოეულმა თქვენგანმა. ეს არის საქართველო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა იმ უმძიმეს პერიოდშიერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”. თქვენ ხართ ამ წარმატებული ისტორიის მონაწილეები.

  სამარცხვინოა და ხელისუფლების დანაშაულია ის, რომ ამ წარმატების სულის ჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი ახლა ათასობით კილომეტრით დაშორებული სკაიპთან ზის და უყურებს ამ დარბაზს.

  მოგესალმები, მიშა! ვიცი, რომ შენ ახლა ჩვენთან ხარ, ჩვენ შენს გვერდით ვართ და გისურვებთ სულ მალე დაბრუნებას იმ საქართველოში, რომელსაც შენ სახე შეუცვალე და გახადე ისეთი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 მისივე განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” საქართველო კრიზისში შეიყვანა და ქვეყნის ეკონომიკა 3 მილიარდი დოლარით შეამცირა.