აქტუალური
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ენმ ახალი თავმჯდომარის არჩევაზე უარს ამბობს

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პარასკევს, 20 იანვარს ენმ-ის ყრილობაზე სპორტის სასახლეში შეკრებილებს ნუგზარ წიკლაურმა რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვებას გულისხმობს.

  „ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს; ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივაციით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თავად არასოდეს უთქვამს უარი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობაზე; ჩვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვადგენთ, არ მოხდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების, პოლიტიკურ პროცესებში სრულად ჩართვის საშუალება“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.