აქტუალური
ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს, დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ უძლური ხართ - სალომე სამადაშვილი

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში ახალი ეტაპი იწყება, რითაც გაგრძელდება 2003 წელს დაწყებული სვლა ევროპული მომავლისკენ.

 „ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს, დაარწმუნოს ყოველი თქვენგანი, რომ თქვენ უძლური ხართ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ, ზეგავლენა მოახდინოთ თქვენს მომავალზე, რომ თქვენი ბედი თქვენს ხელში არ არის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 “ნაციონალური მოძრაობის”  წევრმა ეს განცხადება პარტიის ყრილობაზე გააკეთა, რომელიც პარასკევს, 20 იანვარს სპორტის სასახლეში გაიმართა.

 მან ასევე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველა იმ ადამიანის პარტიაა, რომლებსაც დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში ცხოვრება სურთ.