რედაქტორისგან
"საქართველოში სისხლი თუ დაიღვრება, ამაში ბიძინა ივანიშვილს დაადანაშაულებენ" - არნო ხიდირბეგიშვილი

  მას შემდეგ, რაც საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აღარ არის და "დამოუკიდებელი" ქვეყანა გახდა დღემდე გაურკვეველი სახელმწიფო მოწყობით, ხელისუფლების ყოველ შეცვლას თან ახლდა სისხლის ღვრა ტერორის, რეპრესიების და/ან სამოქალაქო ომების გამო. გარდა ამისა, ყველა პრეზიდენტის - გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის - დროს ვომობდით ოსებთან და აფხაზებთან, რის შედეგად საქართველომ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაკარგა.

  ერთადერთი გამონაკლისია ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლა 2012 წლის ოქტომბერში, როცა მილიარდერმა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო საპარლამენტო არჩევნების შედეგების დაცვა გაყალბებისაგან. თუმცა, საქართველოს ახალი ხელისუფლებაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესი ადმინისტრაციის (როგორადაც მთელ მსოფლიოში აღიარებულია 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას გუნდი) დაქვემდებარებაში დარჩა, საქართველო კი - მისივე მმართველობის ქვეშ.

  ამის შედეგად არ გასამართლდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე უარესი რეჟიმი, რომელმაც სისტემური დანაშაული დაამკვიდრა, ხოლო სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი, რომელმაც ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხების გენოციდი ჩაიდინა, და ქურდებით, ჯალათებითა და მკვლელებით დაკომპლექტებული მისი გუნდი დამსახურებულად არ  დაისაჯა.

  თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციასთან, ნატოს ხელმძღვანელობასთან და კონგრესის ყველაზე რეაქციულ წრეებთან (რომლებიც უკიდურესად მტრულად არიან განწყობილი მილიარდერი დონალდ ტრამპის მიმართ და ჰილარი კლინტონის კანდიდატურას უჭერდნენ მხარს) დემონსტრაციული სიახლოვის შედეგად, საქართველოს აშშ-ის ახალი, 45-ე პრეზიდენტის კეთილგანწყობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. მხოლოდ სენატორ მაკკეინის მხარდაჭერის იმედი-ღა რჩება, რომელიც ახალი წლის დღესასწაულის მიუხედავად, 2017 წლის 1 იანვარს ეწვია საქართველოს, და კიდევ სხვა, ლუგარის მსგავსი მარგინალი სენატორებისა, რომელთანაც შობის დღესასწაულის მიუხედავად ვიზიტით გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.

ორივე ვიზიტის მიზანი იდენტურია - გაძლება ტრამპის პრეზიდენტობის დასრულებამდე, რომელიც ნატოს დაშლას და რუსეთთან მეგობრობას აპირებს („ერთიც ვნახოთ და კენედის ბედი ეწიოს!“), და საქართველოში სტრატეგიული პროექტებისა და ობიექტების შენარჩუნება, როგორებიცაა ნატო-საქართველოს სწავლებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და ლუგარის სახელობის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია.

დაახლოებით ამავე მიზნით იმყოფება ვაშინგტონში საქართველოს ექსპრეზიდენტი და ექსმოქალაქე, ოდესის ექსგუბერნატორი სააკაშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციასთან ახლოც კი არ მიუშვეს და რომელმაც 2017 წლის 20 იანვარს - ტრამპის ინაუგურაციის დღეს -  სკაიპით მიმართა თავისივე დაფუძნებული ექსმმართველი პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას. სააკაშვილმა მაკკეინის ჯგუფს ნებისმიერი პრეფერენციები აღუთქვა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის, შესაბამისად, ძებნიდან მოხსნის და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, და ხელისუფლებაში ნაციონალების დასაბრუნებლად დახმარება ითხოვა, რომლებიც “გაცილებით უფრო ერთგულები არიან, ვიდრე “გაზპრომის” აქციონერის “მეოცნებეები”“...

ზემოთქმულთან დაკავშირებით მე, საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს, მსურს, უბრალოდ, გავახმოვანო რამდენიმე შეკითხვა, რომელთა დასმა ქართველ ხალხს დიდი ხანია უნდა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია უნიჭო ინტრიგანების - პროფესიულად უვარგისი კონფორმისტების გამო, რომლებიც ისე მჭიდროდ შემოერტყნენ მას გარს, რომ ამ წრეში შეღწევა შეუძლებელია:

ბიძინა გრიგოლის ძევ!

  1. აღიარებთ თუ არა, რომ 2012 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ანუ თქვენ მიერ გამოცხადებული წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან კოჰაბიტაციის რეჟიმი შეცდომა იყო? თუ აღიარებთ, რატომ გრძელდება დღემდე ნაციონალებთან კოჰაბიტაცია? რატომ არ გაუქმდა სააკაშვილის პარტიის რეგისტრაცია, მიუხედავად მისი ლიდერების, აქტივისტებისა და რიგითი წევრების მიერ ჩადენილი მასობრივი დანაშაულების ათობით ათასი ვიდეო და აუდიომტკიცებულებისა, მიუხედავად გაუპატიურებული და გაუბედურებული ადამიანების ასიათასობით ჩვენებისა, ათასობით მოკლულის და დასახიჩრებულისა?  4 წლის შემდეგ რატომ ატარებენ ისინი ამაყად პომპეზურ მრავალათასიან ყრილობას დედაქალაქის ცენტრში, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ქუჩაში ცხვირის გამოყოფის ეშინოდათ და ავტომობილის საბარგულში დამალულები ანდა ყალბი პასპორტებით უცხოეთში გარბოდნენ?
  2. მართალია, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს, თქვენ მიერ მართული ორი პარტიაა - "ხელისუფლება - ოპოზიცია", რომლებიც რიგრიგობით შეენაცვლებიან ერთმანეთს? და რომ თქვენ ეს ორპარტიული სისტემა ამერიკული ნიმუშის "რესპუბლიკელები - დემოკრატები" მიხედვით შექმენით? და რომ ვითომდა ორად გახლეჩილი "ნაცმოძრაობა" - სააკაშვილის მორიგი ბლეფია ელექტორატის შესანარჩუნებლად? თქვენ, როგორც ბიზნესმენმა, მშვენივრად იცით, რომ როცა დიდ კომპანიას გაკოტრება ემუქრება, მფლობელები მას მცირე ფირმებად შლიან და კაპიტალს ამგვარად ინარჩუნებენ.
  3. მართალია, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მხოლოდ ნომინალური, ფიქტიური ხელისუფლებაა, სინამდვილეში კი ქვეყანას თქვენ მართავთ? თუ ეს სიმართლეა, ტელევიზიით მიმართეთ ქართველ ხალხს და ზემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს  უპასუხეთ! ხოლო თუ ეს ტყუილია, მაშინ მოქალაქეები, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებას თქვენდამი პატივისცემის გამო ინდობენ, დამსახურებისამებრ მოექცევიან მას!

ან პრემიერი კვირიკაშვილი, შსს და სუს-ი პრევენციის მიზნით სასწრაფო ღონისძიებებს ჩაატარებენ და დიდი ხანია, მათ ხელთ არსებული დანაშაულებრივი ფაქტების უზარმაზარი მოცულობის რეალიზებას მოახდენენ, ანდა აღშფოთებული მოქალაქეები არ დაელოდებიან, ვიდრე საფლავებიდან წამომდგარი ნაციონალების ზონდერბრიგადები ღამით მიაკითხავდნენ და თვითონ დაიწყებენ მოქმედებას! ხოლო თუ საქართველოში კვლავ დაიღვრება სისხლი, ამის გამო პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება, რადგან სააკაშვილის რეჟიმისგან დაჩაგრულმა ადამიანებმა, ივანიშვილისგან დაცვის იმედით, 2012 წლის შემდეგ შიში საბოლოოდ დაივიწყეს და თავი გასცეს, რისთვისაც რევანშისტი-ნაციონალების მხრიდან ანგარიშსწორება ემუქრებათ!

დაბოლოს, მიჭირს დაჯერება, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორი ფილანტროპიც უნდა იყოს, ასე უბრალოდ აპატიებს იმ ყრილობაზე გამომსვლელებს მისი მისამართით პირად შეურაცხყოფას...