პოლიტიკა
ტალებ რიფაი: საქართველო სავსეა ახალგაზრდა პოლიტიკური ტალანტებით

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ეს განცხადება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

  ტალებ რიფაიმ ასევე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და აღნიშნა, რომ იგი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ძალიან კარგი და ძვირფასი მეგობარია.

  შეხვედრაზე, რომელიც მადრიდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა, საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პარტნიორობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება.

  გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივანს წლების განმავლობაში საქართველოს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.